პროექტის მთავარი იდეა: ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ყოფილი სოფლის დარბის შესახებ და წარმოადგენენ ინგლისურ ენაზე.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ისწავლიან ამ თემის შჰესახებ მონაცემების წერას ინგლისურ ენაზე. ის ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ინტერესის აღძვრას იმ სოფლის შესახებ, რომელიც გასულ საუკუნეში გადასახლდა და სად ცხოვრობს ახლა იმ სოფლის მოსახლეობა.
პროექტის მიზნები: იმფორმაციის მოძიება მოსახლეობაში, დაკვირვების, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარება და ლექსიკური მარაგის გამდიდრება ინგლისურ ენაში.
მოსწავლეთა ასაკი: 13-14.
ვადების ხანგძლივობა: ერთი თვე.
მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება ჯგუფები, მოხდება მშობლების და მოსახლეობის გამოკითხვა, მოძიებულ იქნება ფოტოები როგორც მოსახლეობაში, ასევე ინტერნეტში, გადაღებულ იქნება ნასახლარების და დარბის ღვთისმშობლის სურათები, გაკეთდება ჩანახატები და მოხდება მოძიებული ინფორმაციის ინგლისურ ენაზე თარგმნა.
ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ფოტოაპარატი, სახატავი ფურცლები, ფლომასტერები და ლექსიკონი.
პროექტის მსვლელობა:
I კვირა: დავალების მიცემა, ექსკურსიის მოწყობა სოფელ დარბაზში, ჩანახატების გაკეთება, სურათების გადაღება და ღვთისმშობლის ეკლესიის დასუფთავება.
II კვირა: მოსახლეობაში ინფორმაციის მოძიება ამ სოფლის შესახებ და ჩანაწერების გაკეთება.
III კვირა: იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც ჩვენ სოფელში არიან დარბიდან გადმოსახლებულნი და გასაუბრება.
IV კვირა: პრეზენტაციის მომზადება და შეფასება.
კავშირი საგანთა შორის: ინგლისური ენის კავშირი ქარულ ენასთან, ისტორიასთან და გეოგრაფიასთან.
11.პროექტის ხელმძღვანელი: მ. მახარაშვილი.
12.ხელმძღვანელის ელ-ფოსტა mmakharashvili19@gmail.com
ბლოგის მისამართი: http://mmakharashvili19.blogspot.com/
ბლოგის მისამართი: http://mmakharashvili19.blogspot.com/
სამუშაო ენა: ინგლისური